გიორგი კობერიძე - ევროპისთვის დღეს არამხოლოდ უკრაინაა გადამწყვეტი წერტილი, არამედ ევროპისთვის ეს არის რუსული აგრესიის შეჩერების და მისი სამაგალითო დასჯის უნიკალური შანსი

ევროპისთვის დღეს არამხოლოდ უკრაინაა გადამწყვეტი წერტილი, არამედ ევროპისთვის ეს არის რუსული აგრესიის შეჩერების და მისი სამაგალითო დასჯის უნიკალური შანსი, - ამის შესახებ GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი გიორგი კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ბევრი აგრესორი ქვეყანაა და თუკი ახლა რუსეთი არ დაისაჯა, ეს პრეცედენტი იქნება მათთვის.

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკური მარწუხები, რომლებიც რუსეთზე არის შემოვლებული ჯერ ბოლომდე არ ამუშავებულა და ეს ყველაფერი შედეგს შემოდგომაზე გამოიღებს.

„რუსეთი თუკი არ დაისაჯა და თუკი არ შეიქმნა ძალიან მყარი პრეცედენტი, ძალიან ბევრი აგრესიული სახელმწიფოა მსოფლიოში და მათ შორის, ვხედავთ, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძალიან მზარდ ჩინეთს, რომელიც რუსეთის მაგალითზე დაკვირვებით მიიღებს რიგ გადაწყვეტილებას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ევროპისათვის ეს არის არა მხოლოდ სოლიდარობის ჩვენება უკრაინელი ხალხისათვის, არამედ რუსეთის დასჯის აუცილებელი პირობა, რომელიც შესაძლებელია იქნას მიღწეული.

ეკონომიკური მარწუხები, რომლებიც რუსეთზე არის შემოვლებული ჯერ ბოლომდე არ ამუშავებულა, ამას სჭირდება დრო და ეს ყველაფერი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემოდგომაზე გამოიღებს შედეგს. დასჯა მხოლოდ ეკონომიკურად არ შეიძლება იყოს. რუსეთის სამხედრო მარცხი და სამხედრო ზარალი არის კოლოსალური თანხა, რომელსაც დღეს იხდის, მაგრამ მუდმივად ვერ გადაიხდის“, - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო