დავით უსუფაშვილი - სრულიად მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო ურთიერთობაშიც ზუსტად იმავე კინკლაობის ტაქტიკას ირჩევენ, რასაც ქვეყნის შიგნით საკუთარ ოპონენტებთან

სრულიად მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო ურთიერთობაშიც ზუსტად იმავე კინკლაობის ტაქტიკას ირჩევენ, რასაც ქვეყნის შიგნით საკუთარ ოპონენტებთან, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მიუღებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებასთან საჯარო პოლემიკაში არიან.

„თუ უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ინფორმაცია თუ ბრალდება იყო არასწორი და ვინმესთვის შეურაცხმყოფელი, ყველაზე უკეთესი გზა ხომ ის არის, რომ უკრაინაში ჩახვიდე, პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელებს შეხვდე, ადგილზე მოაგვარო, განუმარტო და წამოხვიდე მისია შესრულებული?! სრულიად მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო ურთიერთობაშიც ზუსტად იმავე კინკლაობის ტაქტიკას ირჩევენ, რასაც ქვეყნის შიგნით საკუთარ ოპონენტებთან, ასე არ შეიძლება. დღევანდელ ვითარებაში როგორ შეიძლება მოახერხო ადამიანმა, რომ არსებულ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საჯარო პოლემიკაში იყო შესული. ამასობაში გიწვევდნენ, ჩამობრძანდით, საქმე მოვაგვაროთო. მთავრობა საკითხების მოსაგვარებლად გვჭირდება, მათ შორის იქ, სადაც ცოტა გაუგებრობებია. ცნობილი კონტრაბანდის თემაზე მეც გავოცდი და აღვნიშნე, რომ ალბათ ასე თქმა არ იყო სწორი, მაგრამ ასე საკითხის აწევა შეიძლება?"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა