ხატია დეკანოიძე - ჩვენი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების ძალიან უცნაური პოზიციით შეშფოთებული არიან - მათ ეს პირდაპირ თქვეს

ჩვენი მეგობრები და პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების ძალიან უცნაური პოზიციით შეშფოთებული არიან - მათ ეს პირდაპირ თქვეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განუცხადა, რომლის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარებმა ამის მაგალითად მოიყვანეს ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს პარლამენტიდან მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა.

მისივე თქმით, პარტნიორებისთვის შემაშფოთებელია სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაც.

„ჩვენ ევროპარლამენტარებს ვუთხარით, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობა არ აპირებს უკრაინის იმ ადგილებში ჩასვლას, სადაც რუსეთმა უკრაინელების გენოციდი მოაწყო, ჩვენ ოპოზიცია, ერთობლივად ჩასვლას ვაპირებთ. ეს არის უღირსი საქციელი, რაც არ შეეფერება არც ღირსებას, არც პატრიოტიზმს და არც ტრადიციებს, რასაც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობს.

შეხვედრაზე ასევე ითქვა რეფორმების განხორციელების თაობაზე, რაც მართლმსაჯულების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღინიშნა საქართველოში პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხის შესახებ, რომ ხელისუფლება არანაირ თანამშრომლობაზე არ მოდის, მათ შორის ოპოზიციასთან პარლამენტის შიგნით. ასევე, არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, როცა ჩვენმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს იმის შესახებ, რომ მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნით რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არც ეს გაითვალისწინა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო