ალექსი არესტოვიჩი - მარიუპოლში დაფრინავდნენ უკრაინული ვერტმფრენები, გამოჰყავდათ დაჭრილები და შეჰქონდათ საბრძოლო მასალა, მოგვიანებით 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მარშრუტის შესახებ ცნობილი გახდა და მისი გამეორება აღარ შეიძლება

მარიუპოლში დაფრინავდნენ უკრაინული ვერტმფრენები, გამოჰყავდათ დაჭრილები და შეჰქონდათ საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. მოგვიანებით ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მებრძოლები კი ტყვედ ჩავარდნენ, მარშრუტის შესახებ ცნობილი გახდა და მისი გამეორება აღარ შეიძლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, მისი შეფასება უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა შეუძლებელია და ალყის შემსუბუქება მხოლოდ ირიბი გზებით არის შესაძლებელი.

„ჩემი შეფასება არ შეცვლილა, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა ახლა შეუძლებელია. ჩვენი სამხედროები ვერ გაივლიან სტეპს საავიაციო დაბომბვის ფონზე. ალყის მოხსნა და შემსუბუქება შეიძლება ირიბი გზებით. მარიუპოლის დახმარებისთვის მიიღება შემდეგი ზომები:

რუსული ჯარების მომარაგება შეწყდა მარიუპოლთან ყირიმი-მელიტოპოლის სარკინიგზო გზის დაზიანებით;

უკრაინელ სამხედროებს იერიში მიჰქონდათ ბერდიანსკის პორტზე;

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აკეთებს ყველა შესაძლო მოძრაობას ზაპოროჟიეში, რათა ჯარის ნაწილი, რომელიც შეიძლება წასულიყო მარიუპოლზე, წავიდეს ფლანგზე ზაპოროჟიეს ოლქში“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს