მაკა ბოჭორიშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ინსტიტუტისა და მხარის ჩართულობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსების პროცესში

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ინსტიტუტის და მხარის ჩართულობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსების პროცესში - ასევე, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ კითხვარის დროულად შევსებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებას კითხვარის შესავსებად დაახლოებით ერთი თვის ვადა აქვს, რის შემდეგაც ევროკომისია შეფასების დოკუმენტის მომზადებას დაიწყებს.

,,მე როგორც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მუდმივად ვარ კომუნიკაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პირადად მინისტრთან. როგორც კი გვექნება მეტი სიცხადე კითხვართან და მის შინაარსთან დაკავშირებით, მოვისმენთ ხედვას - რომელი უწყებების და ინსტიტუტების საჭიროება იქნება მის შევსებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ინსტიტუტის და მხარის ჩართულობა შევსების პროცესში. ასევე, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ კითხვარის დროულ შევსებას. გვაქვს დაახლოებით ერთი თვის ვადა და მაისის ბოლოსთვის შევსებული უნდა გვქონდეს ევროკომისიისთვის კითხვარი.

ასოცირებული პარტნიორები, სამივე ქვეყანა შევავსებთ კითხვარს, რის შემდეგაც ევროკომისია იწყებს შეფასების დოკუმენტის მომზადებას. ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ მოხდება საკითხის განხილვა ევროკავშირის საბჭოში. ევროკავშირის საბჭო წარმოადგენს 27 სახელმწიფოს, რომლებიც მომზადებული შეფასების საფუძველზე მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - მიანიჭონ თუ არა უკრაინას საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი დღეს გადაეცა. კითხვარი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა