სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მომავალია სასწორზე - ყველა უნდა გავერთიანდეთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია

მე არ წარმომიდგენია, უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ "ჩვენ ეს შეგვიძლია".

"ამიტომ ამისთვის უნდა იყოს ყველა ძალა მობილიზებული. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა. აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში რაც მოცემულია იმისთვის, რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს როგორ არის დღეს, რა პრობლემები არსებობს და რა მიღწევები. 9 აპრილი და ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ! ეს არის ეროვნული თანხმობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო