ლუკას მანდლი - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში - თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიებს შორის არის მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრინებაში - თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიებს შორის არის მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას, - ამის შესახებ ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლუკას მანდლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კითხვარის მიღება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არის დასაწყისი და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან.

„დღეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემის დღე. ეს არის დასაწყისი და ჩვენ უფრო მეტი დასაწყისები გვექნება მომავალში, როდესაც ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გახლავთ დასაწყისი, როდესაც კითხვარი უნდა შეივსოს. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით საქართველოში ქართული გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან, ისევ მოქალაქეების სახელით და საქართველოს ინტერესებით. აშკარაა, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის, არ არსებობს რაღაც რეცეპტი, გამოკვეთილი, გამზადებული მოდელი, ჩვენ ვიცით, რომ არის ხელშეკრულებები, კანონმდებობა, რაც არის ევროკავშირის ღერძი და როდესაც ევროკავშირი საუბრობს ფასეულობებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, ყველა ამ ღირებულებას აქვს თავისი დამატებითი შემავსებელი იდეები, მოსაზრებები, რომლებსაც ვცდილობთ დავამკვიდროთ ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში, ევროპარლამენტში მაქსიმალურად. ამიტომ, ჩემთვის პატივია, მაქვს პრივილეგია შევხვდეთ ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აგრეთვე ის, რომ საქართველოს პარლმენტის წევრებთან, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ამოცანაა, მაგრამ რეალური პარლამენტის ფუნქცია არის, იყოს გადაწყვეტილებების და მოგვარების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ აგრეთვე შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში და გააკეთოს ყველაფერი, თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა ლუკას მანდლიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია