"აზოვის" მეთაურის მოადგილე - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მარიუპოლისთვის

ჩვენ გვჯერა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მარიუპოლისთვის, - ამის შესახებ „აზოვის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი „ტელეგრამ“ არხზე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, „აზოვის“ წევრები გაერთიანებული არიან ბოროტების დასამარცხებლად.

„ჩვენ გაერთიანებულები ვართ გამარჯვების სურვილით, რათა დავამარცხოთ ბოროტება, რომელიც ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. მოგიწოდებთ ბრძოლისა და ერთიანობისკენ. მოუწოდეთ თქვენს პოლიტიკოსებს, რეალურად იმოქმედონ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში! მოუწოდეთ თქვენ პოლიტიკოსებს, იმოქმედონ გადამწყვეტად მარიუპოლის, ხერსონის, იზიუმისა და სხვა ქალაქების გასათავისუფლებლად და ამ ომის შესაჩერებლად. დაეხმარეთ ჩვენ ხელისუფლებას იყოს ძლიერი უკრაინისთვის ბრძოლაში. გააკეთეთ ეს ჩვენი გარდაცვლილებისთვის, ცოცხლებისა და დაუბადებელი ადამიანებისთვის.

ჩვენ გვჯერა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მარიუპოლისთვის“, - ნათქვამია სვიატოსლავ პალამარის ვიდეომიმართვაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო