ირაკლი კობახიძე - მაქსიმუმ წლის ბოლომდე შესაძლებელია სასამართლო რეფორმის შემუშავება და პაკეტის დამტკიცება

მაქსიმუმ წლის ბოლომდე შესაძლებელია სასამართლო რეფორმის შემუშავება და პაკეტის დამტკიცება - ჩვენს ინტერესებშია, მათ შორის ევროკავშირში განაცხადიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს პროცესი,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელშიც ამ რეფორმის ვადები იყო გაწერილი, აღარ არსებობს, ხოლო ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, რომლის ნაწილი ასევე არის სასამართლო რეფორმის განხორციელება, მათ ამისთვის დრო აქვთ.

"პირველი გეგმის თანახმად, ჩვენ გვინდოდა (საგაზაფხულო) სესიის დასრულებამდე ამ პაკეტის მომზადება, თუმცა, ომმა ამას სამწუხაროდ, ხელი შეუშალა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე თუ არა უფრო ადრე, მაქსიმუმ წლის ბოლომდე შესაძლებელია ამ პაკეტის შემუშავება და მისი დამტკიცება პარლამენტის მიერ. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადები შეჯერებულია და ასეთი ვადა, რომ მაინც და მაინც სესიის ბოლომდე დამტკიცდეს, გაწერილი არ არის, ჩვენ გვაქვს დრო, შარლ მიშელის დოკუმენტი იცით, რომ აღარ არსებობს, ახლა ერთადერთი დოკუმენტი არის ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტი და ამ დოკუმენტის თანახმად, ჩვენ გვაქვს დრო, სათანადოდ გავიაზროთ ეს რეფორმა, ამას გარკვეულ დრო სჭირდება, თუმცა, ჩვენს ინტერესებში მათ შორის ამ განაცხადიდან გამომდინარე რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. თუმცა, სამუშაო ბევრია" , - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, საქართველო ბევრად წინ არის ვიდრე დანარჩენი ორი ქვეყანა, მოლდოვა და უკრაინა, რომლებმაც ასევე გააკეთეს განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე.

"საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე ჩვენი ორი მეგობარი ქვეყანა ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის უკეთესი, ვიდრე ამ ორ ქვეყანაში. ასევე ჩვენი დემოკრატიული სისტემის მდგომარეობაც არის ბევრად უფრო მაღალ დონეზე. თუმცა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც არის გაწერილი ასოცირების დღის წესრიგში. ეს რეფორმები ყველა სფეროს მოიცავს. ყველა მიმართულებით არის რეფორმების კონკრეტული პაკეტი, რომელიც გაწერილია ასოცირების დღის წესრიგში და ყველა მიმართულებით იქნება ჩვენი ძალისხმევა მიმართული. ეს კითხვები ეხება ამ თემებსაც. ჩვენ პირნათლად შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც შეჯერებულია ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში",- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა