ანა ნაცვლიშვილი - გახსენით  პროცესი! ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რა პასუხებს გააგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში

გახსენით ეს პროცესი! ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა პასუხებს გააგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირისგან მართლაც გამოწვდილი ხელი მიიღო.

„მე მინდა შევუერთდე იმ ადამიანების გულწრფელ სიხარულს, ვისაც ამ ისტორიული მომენტის მნიშვნელობა ესმის, ჩვენი ქვეყნის წარსულის, დღევანდელობისა და მომავლისთვის. როდესაც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან მართლაც გამოწვდილი ხელი კითხვარის სახით, ამ კითხვარის შევსება არ არის ტექნიკური საკითხი, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ამოცანა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, განსაკუთრებით, მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას. მან ახსენა, რომ ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს და არავინ უნდა ჩახერგოს ევროპისკენ მიმავალი გზა. აბსოლუტურად გეთანხმებით ამ სიტყვებში, მაგრამ ამ სიტყვებმა რეალური დატვირთვა რომ შეიძინოს და არ დარჩეს ცარიელ სიტყვებად, მინდა მოვუწოდო მმართველ პარტიას და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს - გახსენით ეს პროცესი! ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა პასუხებს გააგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში. თუ ეს პროცესი არ იქნება გახსნილი, გამჭვირვალე და არ მისცემს საზოგადოებას მასში ჩართვის და კონსტრუქციული როლის შესრულების შესაძლებლობას, მერე ვერ მოითხოვთ კონსტრუქციულობას ვერავისგან, ამიტომ გახსენით ეს პროცესი და მიეცით, მათ შორის, პარლამენტს სრული შესაძლებლობა, განსაკუთრებით ოპოზიციის ჩართულობით, ამ პროცესზე რეალური საპარლამენტო ზედამხედველობა განხორციელდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისკენ საქართველოს გზას ბევრი ჩამხერგავი ჰყავს.

„სწორედ ამას ემსახურება ჩემი კოლეგის, შალვა შავგულიძის მიერ, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რომლებიც უნდა მოქმედებდნენ საქართველოს ეფექტური ევროინტეგრაციისთვის და არ მოქმედებენ. ამიტომ მოგიწოდებდით, რომ თუ გულწრფელად გაქვთ სურვილი, საქართველოს ევროკავშირის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ერთობლივად ვიმოქმედოთ, ამ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი და რაც შეიძლება სწრაფად. თუ რამე უნდა იხილებოდეს პარლამენტში დაჩქარებული წესით, სწორედ ეს კანონპროექტია.

დიახ, საქართველოში არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც არამხოლოდ სურთ ომი, არამედ ომის ღია პროპაგანდას ეწევიან. ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ამის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნა და თქვა, რომ ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არის „ალტ-ინფო“, რომელიც ღიად ეწევა ომის აგრესიულ პროპაგანდას. ვიმოქმედოთ, თუ რეალურად არ გვინდა ომი და ომის პროპაგანდა ამ ქვეყანაში. გაცხადებულია ამას ვინ აკეთებს და მოქმედებაა აუცილებელი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა