თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ნაწილზე მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს.

ცნობისთვის, მატარებლები შეფერხებით მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სადგურის მოედნამდე“ მოძრაობდნენ.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი მატარებლის ხარვეზი იყო, რომლის ჩიხში გადაყვანასაც დრო სჭირდებოდა.

ამასთან, სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მატარებლები მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ – „სადგურის მოედნამდე“ შეუფერხებლად მოძრაობენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები