ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას დავარქვი ასინეთას პოლიტიკა - შეიძლება, ამ დონეზე დავიდეს?

მე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას დავარქვი ასინეთას პოლიტიკა. ამხელა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში ასინეთასავით ინსტრუქციებს ეყრდნობიან: იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, საერთოდ არ იყო საჭირო უკრაინელების მხრიდან მოწვევა და „ქართული ოცნების“ წევრები ისედაც უნდა ჩასულიყვნენ უკრაინაში, რადგან ამას ქართული კულტურა და ღირებულებები მოითხოვს.

„მეგობრის კი არა, მოსისხლე მტრის დატირება ხდება ქართულ კლასიკაში და ქართულ ფასეულობებში. იმდენად რთულ ფასეულობით აღრევასთან და შიშთან გვაქვს საქმე, რომ იმასაც ვერ აღიარებენ რა გვაქვს ნასწავლი მე-3 და მე-5 კლასში. საერთოდ არ იყო საჭირო მოწვევა, რა თქმა უნდა, უნდა წავიდნენ პანაშვიდზე.

მე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას დავარქვი ასინეთას პოლიტიკა. ამხელა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში ასინეთასავით ინსტრუქციებს ეყრდნობიან: იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა. შეიძლება რომ ასინეთას დონეზე დავიდეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა?“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ გადაცემაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ კითხვარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წყალი არ გაუვა, ხელისუფლებას კითხვარის შევსებაში პრობლემა ექნება“.

„წყალი არ გაუვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ექნება პრობლემა კითხვარის შევსებაში. მთავარი კრიტერიუმი იცით რა არის ევროკავშირში გაწევრიანებაში? დამოუკიდებელი სასამართლო, საბაზრო ეკონომიკასთან ერთად. რაც არ უნდა პასუხი გასცეს საქართველოს ხელისუფლებამ მეორე მხარემ ხომ კარგად იცის, რომ აქ კითხვები დაისმება.

თუ ევროკავშირი ჩვენ მოგვიდგა სუფთა საქმიანად და სამართლებრივად, ეს თუ მოხდა ჩვენ ყველა წავაგებთ ამით. ჩვენ ყველას ინტერესშია, რომ მოვახერხოთ ყველანაირი რესურსის მობილიზება, ბრიუსელში სიარული, საუკეთესო დაპირებების გაცემა, ევროკავშირი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამას ყველაფერს უფრო მსუბუქად შეხედოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო