ამერიკელი მსახიობი შონ პენი აპირებს უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს

ამერიკელი მსახიობი შონ პენი, რომელმაც უკრიანის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხტა, აპირებს უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამ ინფორმაციას Hollywood Authentic ავრცელებს.

”მე ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას. მაგრამ მე არ ვარ იდიოტი, არ ვარ დარწმუნებული, შემიძლია თუ არა რაიმის შეთავაზება. მე არ ვაპირებ პრეზიდენტ ზელენკის ან მის თანამშრომლებს დრო მიმოწერაში დავახარჯვინო, ვიდრე ისინი ალყაში არიან. მე ალბათ გავუგზავნი ერთ შეტობინებას შტაბის უფროსის მეშვეობით: „აი, რისი გაკეთება მინდა, რაც, ვფიქრობ, ღირებული იქნება. უნდა მიპასუხონ: არ მოხვიდე, ან მოდი და გააკეთე ის, რასაც გეგმავ“, - განაცხადა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ შონ პენი თებერვლის დასაწყისში უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა სიცოცხლის საფრთხის გამო იძულებული გახდა უკრაინა დაეტოვებინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია