ემანუელ მაკრონი - ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებისას ფრთხილი ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან

France 2-თან მიცემულ ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უარი თქვა, უკრაინაში, რუსეთის ქმედებები, შეეფასებინა როგორც „გენოციდი“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კითხვაზე, ჯო ბაიდენის მსგავსად, გამოიყენებდა თუ არა, მაკრონი, უკრაინელი ხალხის მკვლელობების აღსაწერად სიტყვა „გენოციდს“, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „დღეს, ასეთი ტერმინების გამოყენებისას ფრთხილი ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი (რუსები და უკრაინელები), ძმები არიან“.

„რამდენადაც შემიძლია, მინდა გავაგრძელო მცდელობები, რათა ეს ომი შევაჩერო და მშვიდობა აღვადგინო. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა მიუღებელია და ეს ომის დანაშაულებია. ჩვენ, ომის დანაშაულებებში ვცხოვრობთ, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე - ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა უკიდურესად სასტიკი ომი, ცალმხრივად დაიწყო. ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ, ომის დანაშაულები ჩაიდინა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“, - განაცხადა მაკრონმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები