არჩილ თალაკვაძე - ბაკურიანში შედგა სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების შეხვედრა, რომლებიც არაერთ დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდნენ და ახლა ფიქრობენ სხვა გზებზე, როგორ შემოუარონ საარჩევნო ყუთს გვერდი

ბაკურიანში შედგა სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების შეხვედრა, რომლებიც არაერთ დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდნენ და ახლა ფიქრობენ სხვა გზებზე, თუ როგორ შემოუარონ საარჩევნო ყუთს გვერდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ არაადეკვატურობის მაგალითია, როცა ოპოზიცია მსჯელობს ქვეყანაში ტირანიის დამარცხებაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს.

„იმ ინფორმაციით, რაც საჯაროდ გამოვიდა, ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ბაკურიანში იყო შეკრება, ეს იყო სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების შეკრება და შეხვედრის მთავარი თემა იყო, როგორ დავასრულოთ ტირანია. რაც ჩვენ ვიცით, ერთ-ერთ პატიოსან მონაწილეს უკითხავს - კი მაგრამ, ტირანია სად არისო და ის გააძევეს ტრენინგიდან. ეს არის მართლაც არაადეკვატურობის ნათელი მაგალითი. ოპოზიცია იკრიბება იმ საკითხზე, რაც რეალურად არ არსებობს და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - სასოწარკვეთა დემოკრატიულ არჩევნებში და თან მრავალჯერ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა