რეფერალური მომსახურების კომისიამ 801 მოქალაქეს სამედიცინო სერვისები 2 მილიონი ლარით დაუფინანსა

ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კომისიამ 801 მოქალაქის, მათ შორის 188 ბავშვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნა დააკმაყოფილა, რისთვისაც ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი გამოიყო (2 039 081.964 ლარი).

მათი განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისი, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტები და დიაგნოსტიკური კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევები.

„რეფერალური პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).

კომისიურად განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით.

რეფერალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა, შემოსული განცხადებების მიხედვით, ყოველკვირეულად ტარდება. სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.

2022 წლის 1 იანვრიდან 13 აპრილის ჩათვლით რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 6801 სამედიცინო შემთხვევა, დაფინანსების მოცულობამ 15 971 811.85 ლარი შეადგინა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა