რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-სა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი კანონიერ სამიზნედ განიხილავს

აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი განიხილავს, როგორც კანონიერ სამხედრო სამიზნეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ან მის სეპარატისტ მოკავშირეებს უკრაინაში მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, მკაცრად აღიკვეთება.

„გაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც კანონიერი საომარი მიზნები. ჩვენ ამერიკელებს და სხვებს დასავლეთში ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დამუხრუჭების, რუსული კონტიგენტისთვის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შენაერთებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენების მცდელობა, მკაცრად აღიკვეთება“ , - განაცხადა რიაბკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები