ვასო ურუშაძე - დიპლომატები იმედს იტოვებენ, რომ საქართველო არ გახდება „შავი ხვრელი“ რუსული ეკონომიკისთვის, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ უკვე ვართ, უბრალოდ გვეუბნებიან: „შეწყვიტეთ“

დიპლომატები იმედს იტოვებენ, საქართველო არ გახდება „შავი ხვრელი“ რუსული ეკონომიკისთვის, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ უკვე ვართ, უბრალოდ ამით გვეუბნებიან, „შეწყვიტეთ", - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაბანდასთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის მიერ გაჟღერებული ბრალდება, გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნებოდა, რომელიც პრევენციული ხასიათის იყო.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, ე.წ. ბიზნესმენები „ალაგებენ ურთიერთობებს“ და რუსულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავის ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები გახსნან.

„დღეს უკვე არაერთხელ დაფიქსირდა სხვადასხვა საერთაშორისო განცხადებებში, მათ შორის დიპლომატების მხრიდან მკაფიო მინიშნებები გაკეთდა, - ჯერ იყო საფრანგეთის ელჩი, რომელმაც პარლამენტში ღიად მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ იმედს იტოვებენ, საქართველო არ გახდება „შავი ხვრელი“ რუსული ეკონომიკისთვის, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ უკვე ვართ, უბრალოდ ამით გვეუბნებიან, „შეწყვიტეთ“. იყო ბაიდენის მკაფიო განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ისინი აკვირდებიან გამადიდებელი შუშით ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაარღვევს მათ სანქციებს და რუსეთს დაეხმარება. ასევე იყო უკრაინის მთავრობის განცხადება, რომელიც რა თქმა უნდა, გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. მესმის, რომ ეს პრევენციული იყო, თუმცა, დღეს არსებობს საფრთხეები და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ფაქტობრივად, ატალახებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის პირველი პირების კაბინეტები. ერთი მხრივ ე.წ. ბიზნესმენები, რომლებიც ურთიერთობებს ალაგებენ. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი დღეს რუსულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას თავის ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები გახსნან. არათუ მისცეს ამის საშუალება, რომ გვერდი აუარონ საქართველოს სანქციებს, არამედ გადასახადიც არ გადაიხადონ, თავისუფალ ზონაში დაარეგისტრირებინოს, რომ ბიუჯეტში ფულიც არ შემოვიდეს ყველაფერთან ერთად“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს