თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლევან მგალობლიშვილს გენდერული ნიშნით კოლეგების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლევან მგალობლიშვილს გენდერული ნიშნით კოლეგების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ბოკუჩავამ ლევან მგალობლიშვილთან დაკავშირებით რეაგირება პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო წილოსანს სთხოვა და მიმართა, დადგეს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და დაიცვას არა გუნდი, არამედ ქალი და ღირებულებები.

შესაბამისი განცხადება თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“მივმართავ ნინო წილოსანს, როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც მართლაც მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში ქალთა უფლებები უკეთ იყოს დაცული, მათ შორის მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და სურს, ამ მიმართულებით ქართულ პოლიტიკაში იყოს ცვლილება და ქალები არ გახდნენ ისეთი დისკრიმინაციული კომენტარებისა და მიმართვების მსხვერპლი, რომელიც მე დეპუტატ ლევან მგალობლიშვილისგან მოვისმინე. ის საზოგადოებას თავს ამახსოვრებს არა საპარლამენტო გამოსვლებით განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ეკონომიკასა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, არამედ ამ დარბაზში ხმას მხოლოდ იმისთვის იღებს, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენოს“, - განაცხადა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე.

ბოკუჩავამ აქვე სხდომის წამყვანს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც მიმართა, რომ პირადად მისგან გენდერული ნიშნით ძალადობაზე რეაგირებას არ ელის, რადგან თავადაა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გენდერული ნიშნით ძალადობის ავტორი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე დისკუსია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებს მოჰყვა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სკოლებში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს პირველ ოქტომბრამდე უსრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა