პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ პროექტი მიიღო

პარლამენტმა 83 - ხმით, 6 -ის წინააღმდეგი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ პროექტი დაამტკიცა. სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავაზე მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია. არსებული კანონით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც ხდება, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს