გლდანში „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე მობილური ტექნიკა.

მათივე ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, ქურდობის მცდელობის ფაქტები გასული თვის განმავლობაში ბათუმის და რუსთავის ფილიალშიც მოხდა, აღნიშნული ფილიალი კი წელს მეორეჯერ გატეხეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს