შალვა პაპუაშვილი - ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცითაა დაკავებული, კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს - ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა

მთავარია, ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციული იყოს - ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, რომელთაც საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის საკითხზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერეს.

პაპუაშვილის თქმით, „აქციონიზმი, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ახასიათებს, საკვირველია".

„ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცით არის დაკავებული. კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს. რაც შეეხება კითხვარს, ამაზე იმსჯელებს მთავრობა და არც გასაჯაროებაშია პრობლემა და არც არაფერში. იცით, რომ ძალიან შემჭიდროებულია ვადები - ერთი თვეა კითხვარის შესავსებად. აქედან გამომდინარე, სრულად კონცენტრირებული უნდა იყოს ხაელისუფლება იმაზე, რომ კითხვარის შევსება მოხდეს. მასში არაფერი საიდუმლო კითხვები და რაიმე განსაკუთრებული არ არის. ამაზე იმსჯელებს მთავრობა და გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ მსჯელობა გასაჯაროება-არგასაჯაროებაზე ყოფილიყო. ვნახოთ, კითხვარი გასაჯაროვდება თუ არა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა