გია ხუხაშვილი - არ მგონია, რომ პაპუაშვილი უკრაინაში დიდი სიხარულით მიდიოდეს - როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ვიღაც მიხვდა, ასეთი ვიზიტები იმისთვისაა საჭირო, რომ გაუგებრობა ამოიწუროს

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პოლემიკის თემა, იმიტომ, რომ გარე საფრთხე იმდენად დიდია, უკრაინის თემის ირგვლივ ნებისმიერი შიდა პოლემიკა და დისკუსია უბრალოდ არ შეიძლება იყოს აქტუალური.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვიზიტი მნიშვნელოვანია არა იმდენად პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

„ეს დისკუსია საერთოდ ძალიან მძიმე საყურებელია. შემდგარ საზოგადოებას ახასიათებს, რომ გარე საფრთხის წინაშე ერთიანდება, შეუმდგარ საზოგადოებას კი პირიქით, იყოფა და უპირისპირდება ერთმანეთს. ამ სურათს ვაკვირდებით სამწუხაროდ საქართველოში. ეს ვიზიტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პოლემიკის თემა, იმიტომ, რომ გარე საფრთხე იმდენად დიდია, რომ უკრაინის თემის ირგვლივ, ნებისმიერი შიდა პოლემიკა და დისკუსია უბრალოდ არ შეიძლება იყოს აქტუალური. იმიტომ, რომ გარე საფრთხე არამხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც ემუქრება, ამ თემასთან დაკავშირებით ყველანაირი დისკუსია უნდა იყოს შეწყვეტილი და საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული.

რაც შეეხება ვიზიტის მნიშვნელობას, ვფიქრობ, ვიზიტი მნიშვნელოვანია არა იმდენად პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნებს შორის ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა. დელეგაციაში რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, რა კვოტით, ვინ როგორ იქნება წარდგენილი, ეს არ არის მნიშვნელოვანი. არც ისაა მნიშვნელოვანი ერთი დელეგაცია წავა, ორი თუ სამი. ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით თუ რაიმე კითხვები არსებობს ორ ქვეყანას შორის, ამ კითხვებზე შედგეს რაღაც დიალოგი და შეძლებისდაგვარად ეს გადაილახოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წინასწარი ულტიმატუმი აბსოლუტურად დესტრუქციული იყო.

„დესტრუქციული იყო პირობის წაყენება, რომ ჩამოვალ შენ თუ „ბოდიშს“ მოიხდი ან კიდევ რაღაცას გააკეთებ. ასეთი ვიზიტები ზუსტად იმისთვისაა საჭირო, რომ ვიზიტების დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ამოიწუროს გაუგებრობა და არა ისე, რომ წინასწარ შენ პირობები წააყენო და ჩასვლა ამას დაუკავშირო. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ამას ვიღაც მიხვდა, ან მიახვედრეს, აიძულეს, რაც ასევე დასაშვებია. არ მგონია, რომ პაპუაშვილი უკრაინაში დიდი სიხარულით მიდიოდეს. ასე რომ, მე ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად ეს მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად კი ვნახეთ ის სურათი, რასაც ვუყურებთ მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში, როცა პოლიტიკური იწილო-ბიწილო დომინირებს სახელმწიფო ინტერესზე და შესაბამისად, აზიანებს მას. უკრაინული პოლიტიკური ელიტა საკმაოდ მძიმედ არის დაპირისპირებული. იგივე ზელენსკის და პოროშენკოს მძიმე ურთიერთობა აქვთ, მაგრამ გარე საფრთხის წინაშე ისინი ორივე არიან ქვეყნის ჯარისკაცები, ასე უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ელიტაც, კონსოლიდირებული რუსეთის საფრთხის წინაშე, თუმცა, ჩვენ, სამწუხაროდ, ამის პოლიტიკური კულტურა ვერ შევიძინეთ,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა