საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

„რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის