ილია დარჩიაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე - ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილება და ჩართულობა

ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილება და ჩართულობა. ჩვენ, როგორც მთავრობა, მივესალმებით პარლამენტის ამ პროცესში ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილი განმარტავს, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში საპარლამენტო თანამშრომლობა სასარგებლო შედეგის მომტანია.

„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილება და ჩართულობა. ჩვენ, როგორც მთავრობა, მივესალმებით პარლამენტის ამ პროცესში ჩართულობას. საპარლამენტო განზომილებაში ასევე დამატებითი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლო შედეგის მომტანია ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში“, - აღნიშნავს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად კიევში მიდიან უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა