ანა დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ეგოს აკმაყოფილებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ეგოს აკმაყოფილებენ - ჩვენმა სახელმწიფომ ძალიან ბევრი წააგო ზუსტად იმით, რომ წლების განმავლობაში სხვების ეგოზე დადიოდა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში ასეთი დონის კრიზისი გვაქვს და „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ წავა უკრაინაში.

„ქართველმა ხალხმა შეძლო, მმართველი პარტია უდიდესი წნეხის ქვეშ მოაქცია, გადაწყვეტილება შეაცვლევინა და საბოლოოდ გამარჯვებამდე მივიდა. დელეგაცია შედგება და ისინი უკრაინაში სამძიმარზე წავლენ. იმის მაგივრად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გამარჯვება ეზეიმა, ახლა ქართველ ხალხს მოუწევს მათ შეეხვეწოს. რას ნიშნავს ორი დელეგაცია კიევში წასვა? ჩვენ არ გვაქვს ორი საქართველო. როდესაც ქვეყნის შიგნით არეულობაა, ეს მის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს. ჩვენმა სახელმწიფომ კიევში ორი დელეგაციის ჩასვლა არ უნდა დაუშვას, მსგავსი ფაქტი არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ მომხდარა,“ - აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი.

ანა დოლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიგონ, რომ ეს არის სახელმწიფო პოზიციის დაფიქსირება.

„ჩვენ მოგვწონს თუ არა, ერთი სახელმწიფო ვართ და ამას ყველა უნდა შეეგუოს. უკრაინისთვის მისამძიმრება ერთი სახელმწიფოს სახით უნდა მოხდეს.

დღეს ჩვენ, ყველა ერთად უნდა ვმსჯელობდეთ, გვაქვს თუ არა სამოქალაქო თავდაცვა, მუშაობს თუ არა რეზერვი, გვაქვს თუ არა შესაბამისი წვრთნები, მოლაპარაკებებს რამდენად სწორად ვაწარმოებთ და ა.შ.,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა