დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური დედაქალაქის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გიორგი ონიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია მმართველმა გუნდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

"სამწუხაროდ, როდესაც ბუჩაში არსებობდა კადრები, სადაც პატარა ბავშვები იყვნენ დახოცილები და გაუპატიურებულ ადამიანებზე იყო საუბარი, ორი ქვეყნის ხელისუფლება იყო, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეს ფაქტი. ერთი იყო რუსეთი, მეორე საქართველო",- აღნიშნა მან.

აღნიშნულის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. როგორც მან აღნიშნა, სირცხვილია, როდესაც საკრებულოს წევრი, ქართველი მსგავს განცხადებას აკეთებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი