ეუთო-ს გენერალური მდივანი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდტი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოფიციალურ მილოცვაში აღნიშნულია, რომ ეუთო გააგრძელებს საქართველოს მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ეუთო გააგრძელებს საქართველოს მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული მომავლის აღმშენებლობის დახმარება,“- წერს ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდტი.

ეუთო-ს გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ხაზს უსვამს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ისევე როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში.

„ეუთო რჩება ერთგული აღნიშნული ფორმატების მიმართ და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,“ - აღნშნავს ჰელგა შმიდტი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა