"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში გაემგზავრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, უკრაინაში იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განმარტა, უკრაინაში ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა, ქართულ ოპოზიციას.

„ამ დელეგაციის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს, ჩვენ, აქ და ახლა, არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც სოლიდარულია უკრაინის მიმართ“, - აცხადებს „მთავარ არხთან“ ნიკა მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო