დმიტრო კულება - ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის.

კულებას თქმით, მადლიერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

"ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსული შემოჭრისგან. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას", - წერს კულება.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა