ილია დარჩიაშვილი - ამ უკიდურესად რთულ დროს კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა, ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად მუშაობას გავაგრძელებთ

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ავრცელებს.

დარჩიაშვილის თქმით, მასსა და დმიტრო კულებას შორის გამართულ სატელეფონო საუბრის დროს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

„მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ამ უკიდურესად რთულ დროს კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა. ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა