გიორგი მარგველაშვილი - იგივე ემოცია ჰქონდა სააკაშვილს და ერთობლივად გადავწყვიტეთ, აქ ჩამოვსულიყავით, გვეჩვენებინა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინაში მისი ჩასვლის საკითხი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაწყვიტა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ამით სურდათ ეჩვენებინათ უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები მათ გვერდით დგანან.

„ჩვენ, უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქლაქის სურვილი ავასრულოთ, რომ უკრაინაში წარმოდგენილი იყოს მაღალი დონის წარმომადგენლობა, კიდევ ერთხელ აჩვენოს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, კიდევ ერთხელ აჩვენოს მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც, იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავით, გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა უცვლელია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის გარდა უკრაინაში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო