ჯენ ფსაკი - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად, ჩვენ არ ვგზავნით

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, არ არსებობს გეგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში გამგზავრების შესახებ. ინფორმაციას forbes-ი ავრცელებს.

ფსაკიმ აღნიშნა, რომ ბაიდენი ყველაფრისთვის მზად არის, მაგრამ თეთრი სახლი არ აპირებს მის უკრაინაში გამგზავრებას.

მანვე ახსენა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტი, რომელიც „რვასაათიანი მატარებლით მგზავრობდა საბრძოლო მოქმედებების ზონის გავლით“, რათა ზელენსკის შეხვედროდა კიევში მოულოდნელი ვიზიტისას და აღნიშნა, რომ ეს არ შედის ამერიკის პრეზიდენტის გეგმებში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პირადად გაემგზავროს კიევში, დადებითად უპასუხა.

ამასთან დაკავშირებით, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად - ჩვენ არ ვგზავნით მას იქ“.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია