ზაზა თავაძე - გვაქვს ინიციატივა, თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩავიდეთ კიევში - კარგი იქნებოდა თბილისის მერი ჩასულიყო

ჩვენ გვაქვს ინიციატივა, თბილისის საკრებულოს დელეგაცია, დეპუტატების შემადგენლობით ჩავიდეთ კიევში, - ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ზაზა თავაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ უკრაინის დედაქალაქში თბილისის მერიც ჩასულიყო.

"თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ. კარგი იქნებოდა, რომ ქალაქის მერი ჩასულიყო კიევში და მის კოლეგას შეხვედროდა. ჩვენს ფრაქციას აქვს ასეთი ინიციატივა, თქვენ შეგიძლიათ ქალაქის მერსაც მიმართოთ და მისი პოზიცია მოისმინოთ და შეგიძლიათ ცალკე, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირი საკრებულოსთან მიმართებაში, ხომ არ შეიკრიბოს ჩვენი დელეგაცია რამდენიმე დეპუტატის შემადგენლობით და ხომ არ ჩავიდეთ კიევში, გამოვხატოთ უკრაინელების, კერძოდ კიეველების მიმართ მხარდაჭერა ჩვენი საკრებულოს დელეგაციის სახით", - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა