შალვა პაპუაშვილი - ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას

ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით.

„ჩავედით კიევში კოლეგა საქართველოს პარლამენტარებთან ერთად გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას შეხვედრა იმართება რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი