პრემიერი - პირადად ვუწევ კოორდინაციას, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა, ეს მაისში მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის თაობაზე მოლოდინი პოზიტიურია და რაიმე პრობლემური საკითხი არ არსებობს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვარის შევსებისთვის ყველა უწყება მობილიზებულია, რათა მისი ევროკომისიაში გაგზავნა დროულად მოხდეს.

„ეს კითხვარი ორშაბათს მივიღეთ და ახლა ყველა უწყება მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად დროულად იქნას ის შევსებული, რათა ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და კოლეგებს დროულად მივაწოდოთ. პოზიტიური მოლოდინია. რაიმე პრობლემური საკითხი არ არსებობს. კითხვები უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ. ასევე, რაც დასახული გვაქვს. მთელი მთავრობა, ასევე პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. პირადად მე ვუწევ კოორდინაციას იმისთვის, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ეს მაისის თვეში მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი