შალვა პაპუაშვილი - გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე - უკრაინელების სიმამაცე და მონდომება სამუდამოდ დარჩება ჩვენი მომავალი თაობების მეხსიერებაში

გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“ და უკრაინელ კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კიევს ესტუმრა, რათა სოლიდარობა გამოხატოს და უკრაინელი ხალხის ტკივილი გაიზიაროს.

„გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე, რათა ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი. უკრაინელების სიმამაცე და მონდომება სამუდამოდ დარჩება ჩვენი მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში დღეს ჩავიდა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო