სანქტ-პეტერბურგის მერი - რუსი გენერალი ვლადიმერ ფროლოვი უკრაინაში მოკლეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მერიამ უკრაინაში რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

მერის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქი მწუხარებას გამოხატავს რუსეთის მე-8 არმიის მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ფროლოვის გამო, რომელიც მიმდინარე კვირაში უკრაინაში გარდაიცვალა.

მათი ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მერი, ალექსანდრე ბეგლოვი დაკრძალვას დაესწრო, რომელიც შაბათს სერაფიმოვსკოეს სასაფლაოზე გაიმართა.

„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ნამდვილ გმირს. ვლადიმერ პეტროვიჩ ფროლოვი გმირულად დაიღუპა უკრაინელ ნაციონალისტებთან ბრძოლაში. მან სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ დონბასში ქალებმა და ბავშვებმა ბომბების აფეთქების ხმა აღარასდროს გაიგონ“, - განაცხადა ბეგლოვმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები