ბულგარეთმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა

ბულგარეთმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა.

ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში განხორციელდა.

„რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემს, ისევე როგორც ყველა გემს, რომელმაც 24 თებერვლის შემდეგ შეცვალა თავისი რუსული დროშა ან საზღვაო რეესტრის რეგისტრაცია რომელიმე სხვა სახელმწიფოში, ეკრძალება წვდომა ბულგარეთის საზღვაო და მდინარის პორტებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამონაკლისი იქნება მხოლოდ გასაჭირში მყოფი ან ჰუმანიტარული დახმარების მსურველი გემები, ან ის ხომალდები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში გადააქვთ ენერგეტიკული პროდუქტები, საკვები და ფარმაცევტული საშუალებები.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები