ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ დროულად, რადგან მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას იარაღის სისტემები სწრაფად მიაწოდონ.

ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული გაერთიანებას შემდეგი სანქციები Sberbank-ზეც უნდა გავრცელდეს და რუსულ ნავთობზე ემბარგო დაწესდეს.

„ეს ეხება ყველა წევრ ქვეყანას: მათ, ვისაც სწრაფად შეუძლია, უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს დროულად, რადგან მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - განაცხადა ლაიენმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები