ანა ნაცვლიშვილი - სტეფანჩუკმა გვთხოვა, საქართველომ იმსჯელოს სანქციებზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება.

როგორც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლა სთხოვა.

„ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს