ხათუნა სამნიძე - იმედს ვიტოვებ, დისკუსია გაიმართება, მათ შორის ოპოზიციასთან, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მხარი დავუჭიროთ პარტნიორ ქვეყანას, უკრაინას, რომელიც ომშია

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სანქციები იყო.

როგორც მან უკრაინიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი არასწორი განცხადების გამო, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დაზიანებული იყო.

„სანქციებთან დაკავშირებით შეხვედრის დროსაც იყო საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამ მოწოდებისა და შეხვედრის შემდეგ, იმედს ვიტოვებ, დისკუსია მაინც გაიმართება, მათ შორის ოპოზიციასთან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანა-უკრაინას, რომელიც ომშია.

დახვედრით, ვიზიტით, საუბრით, კონკრეტულ საკითხზე შეთანხმებით ჩანდა სწორედ ის, რომ ამ ვიზიტით ჩვენ შევძლებდით და სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამდით ურთიერთობების აღდგენისკენ, რადგან მოგეხსენებათ, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი არასწორი განცხადების გამო, ეს ურთიერთობები დაზიანებული იყო“,-განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა