ვახტანგ მეგრელიშვილი - უკრაინელ დეპუტატებს ველაპარაკე და განცდა არის, რომ საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, უკრაინელ დეპუტატებს აქვთ განცდა, რომ საქართველოს მათ მხარდასაჭერად მეტი აქვს გასაკეთებელი.

როგორც მან უკრაინიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, მათ დაზუსტებით არც კი იციან, რუსეთის წინააღმდეგ რომელ სანქციებს არის საქართველო მიერთებული და რომელს არა.

ამასთან, მეგრელიშვილის შეფასებით, უკრაინაში არსებული სიტუაცია რეალურად, ბევრად უფრო მძიმე სანახავია.

„მე დეპუტატებს ველაპარაკე და მათი განცდა არის, რომ საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი. მართალი გითხრათ, ზუსტად არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას არა. დარწმუნებული ვარ, ემოციურად აქვთ ეს ინფორმაცია, რომ საქართველო საკმარისად არ არის უკრაინის გვერდით. რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ კადრებს, ფიზიკურად ვნახეთ და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მძიმე და ემოციურია, როდესაც ადამიანები შენი ნანახის რეალურ ისტორიებს გიყვებიან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო