მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები და ანგარიშგასაწევი ვეტერანების პატივისცემა

რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, 8 და 9 მაისთან დაკავშირებით განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ როდესაც ომი დასრულდა და აქტს ხელი მოეწერა, რომელიც ომის დასრულების სიმბოლოდ ითვლება, სხვადასხვა დროის სარტყელში სხვაგვარად აღინიშნებოდა - საკითხი ამის მიხედვით წყდებოდა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ჯგუფის ინიციატივას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს ითვალისწინებს.

სარჯველაძის თქმით, მხედველობაშია მისაღები და ანგარიშგასაწევი ვეტერანების პატივისცემა. მისივე აზრით, საჭიროა ახსნა, რატომ არის განსხვავება 8 და 9 მაისს შორის.

„არ მგონია, რომ საჭიროა ამაზე დიდი დებატები და მთავარი საკითხი სიმბოლოებთან ბრძოლა ან პოზიციების დადგენა უნდა იყოს, რაც შეიძლება საქართველოს საწუხარი იყოს. არ შეიძლება პოზიციებისა და ღირებულებების სისტემისადმი დამოკიდებულება გადიოდეს მხოლოდ იმაზე, სიმბოლოებით როგორ გამოხატავ. ეს ერთგვარი პოლიტიკური ფარისევლობის მატარებელი შეიძლება გახდეს. მთავარია, საკუთარი საქმით ევროკავშირის ღირებულებების ერთგულება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას სთავაზობს.

დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ "შრომის კოდექსში" ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს.

„საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

"შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს