„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დასაცავად შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დასაცავად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, "მთავარი არხის", "ფორმულას", "TV პირველის" და on.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად სარჩელით დღეს მიმართავს.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისის მოვლენების დროს, ჟურნალისტები ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისგან და თავდასხმებისგან ვერ დაიცვა და მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის სათანადო პირობები ვერ უზრუნველყო.

"ამ სარჩელით მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ და ასევე, ტელეკომპანიებს, რომელთა ტექნიკაც 5 ივლისის პერიოდში დაზიანდა, ამ ტექნიკის ანაზღაურებაც მოვითხოვოთ.

ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოში ვიჩივლოთ და ეს საქმე განვიხილოთ და წავიდეთ სტრასბურგში, თუ საჭირო იქნება," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა