გიგა ბოკერია - ხელისუფლება მკაფიოდ უნდა ამბობდეს, რომ ის სისასტიკე რაც უკრაინაში ხდება, ხდებოდა საქართველოშიც 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს პრობლემები უნდა იყოს საერთაშორისო სანქციების ნაწილი

ჩვენი მთავრობა უნდა იძახდეს, რომ ახლა რაც უკრაინაში ხდება არის ის, რაც საქართველოში ხდებოდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში და რომ საქართველოს საკითხი უნდა იყოს საერთაშორისო სანქციების ნაწილი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე უკრაინის წინა პრეზიდენტმაც თქვა, რომ ამ საკითხზე ეთანამშრომლა საქართველოსთან, რათა ეს თემაც სანქციების პაკეტში ყოფილიყო.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა უნდა აქტიურობდეს ამ საკითხზე, ჩვენი მთავრობა უნდა იძახდეს, რომ ახლა რაც უკრაინაში ხდება არის ის, რაც საქართველოში ხდებოდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში და რომ საქართველოს საკითხი უნდა იყოს საერთაშორისო სანქციების ნაწილი. თავის დროზე უკრაინის წინა პრეზიდენტმაც თქვა, რომ მოდი ვითანამშრომლოთ ამ საკითხზე, რომ თქვენი თემაც იყოს ამ პაკეტში სანქციების და ივანიშვილის რეჟიმმა დააიგნორა ეს შეთავაზება, ახლა ამ შეთავაზებას ვისმენთ სტეფანჩუკისგან, რასაც ვერ ვისმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ აქ ჩამოვედი ვნახე უბედურება და ეს უბედურება ხდებოდა საქართველოშიც 90-იანი წლებიდან. ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე, შეწუხება სწორი გაგებით ყველა ჩვენი პარტნიორის, რომ ის რაც მოხდა ბუჩაში, ამის მსგავსი მოხდა 90-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და საქართველოს პრობლემები უნდა იყოს სანქციების ნაწილი, ამას უნდა ამბობდეს საქართველოს წარმომადგენელი და შემდეგ უკრაინული მთავრობის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ოღონდ ისინი ჩვენს ნაცვლად ამას ვერ იზამენ,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს