კახა კალაძე - არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და მცხოვრებლები - ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს

ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები - ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს უკრაინის რადას სპიკერის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება, თუ საქართველო კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მკაცრს ზომებს მიიღებს ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით.

"საქართველო ყველაფერს აკეთებს, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რათა უკრაინისთვის გამოეხატა მხარდაჭერა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს",- აღნიშნავს კალაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს