სალომე სამადაშვილი - სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება ბიპოლარულ აშლილობას ჰგავს

სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება ბიპოლარულ აშლილობას ჰგავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თავისი განცხადებებით საზოგადოებას აბნევს. როგორც სამადაშვილი განმარტავს, სიმართლე ისაა, რომ როცა ქვეყანა ასოცირების შეთანხმების ხელმომწერია, მას უწევს სანქციების რეჟიმის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ხდება სანქციების სამიზნე.

„ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება სანქციების რეჟიმი არ დაიცვას. შენ თუ არ ასრულებ სანქციების რეჟიმს და არღვევ, იმ წუთში თავად ხდები სამიზნე სანქციების რეჟიმის. „ქართული ოცნება“ უკვე ერთი თვეა სხვადასხვა განცხადებით აბნევს საზოგადოებას და ეუბნება ტყუილს. სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს რა თქმა უნდა, სანქციების რეჟიმის შესრულება. სანქციებზე მიერთება ნიშნავს, რომ იცავ ამ რეჟიმს შენს ტერიტორიაზე, მაშინ პაპუაშვილმა უნდა უთხრას საზოგადოებას, რომ არ იცავს ამ რეჟიმს. ხომ ამბობს, რომ იცავს?- სანქციების რეჟიმს ვინც იცავს, ის თავისთავად არის მიერთებული სანქციების რეჟიმს, ამიტომ დაასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ დაბნევა საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და ჩვენი უკრაინელი მეგობრების. სწორედ ამ რიტორიკით მივიდა საქმე იქამდე, სადამდეც მივიდა. ახლა როცა დაიწყო ამ უმძიმესი გაუგებრობიდან გამოსვლა, ისევ უკან ნუ შევა გაუგებრობების ლაბირინთში. როგორც 2x2=4-ს, ასეთი სიმართლეა ის, რომ როცა ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა ხარ, გიწევს სანქციების რეჟიმის დაცვა, რომელიც ევროკავშირმა დააწესა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, უკრაინულმა მხარემ დააფიქსირა მოსაზრება, რომ მათი პრეფერენცია იქნებოდა, საქართველომ გარკვეული ტიპის სანქციები შემოიღოს, რასთან დაკავშირებითაც მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები და ამ ხედვას პარლამენტს წარუდგენენ. მისივე თქმით, ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლასაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა