საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან საგარეო მიმართულებების პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული კითხვარი. საკითხი შეეხო ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას.

"საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა მის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ისაუბრეს მაისში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო