აკია ბარბაქაძე - პუტინს უნდა ომის გეოგრაფიისა და სისხლის გაზრდით მისაღებ ზავს მიაღწიოს მსოფლიოსთან - გეოგრაფიის გაზრდა შეიძლება იყოს ბალტიის ქვეყნებისა და კავკასიისკენ

პუტინი აღარ ფიქრობს ომის მოგებაზე, ფიქრობს მისაღებ ზავზე დაითანხმოს დანარჩენი მსოფლიო, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის სისხლით ცდილობს ზავის მიღებას მსოფლიოსთან.

„პუტინს უნდა, დრო გაჭიმოს და გაზარდოს გეოგრაფია იმისთვის, რომ უფრო ძვირი გახადოს ეს ომი არა ფულის თვალსაზრისით, არამედ სისხლის. პუტინი აღარ ფიქრობს ამ ომის მოგებას, იგი ფიქრობს მისაღები ზავზე დაითანხმოს დანარჩენი მსოფლიო. მას უნდა ამ გეოგრაფიის და სისხლის გაზრდით მისაღებ ზავს მიაღწიოს, ეს შეიძლება იყოს დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, ან სხვა პოზიცია, - ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მიაღწევს თავის ჩანაფიქრს. გეოგრაფიის გაზრდა შეიძლება იყოს ბალტიის ქვეყნებისკენ, ასევე კავკასია. პუტინისთვის, წარმოდგენაში ერთ-ერთი სუსტი რგოლი საქართველოა, ისევე როგორც ის თვლიდა, რომ უკრაინა იყო სუსტი რგოლი. რა უშლის ხელს, რომ აქ შემოვიდეს?“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

თადარიგის პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ დღეს პუტინის გაჩერებაა, მის განადგურებას ნიშნავს.

როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, პუტინი მზად არის, რუსეთის მსხვერპლის 10-ჯერ გაზრდისთვისაც.

„პუტინს არ აინტერესებს არც თავისი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობა. 10-ჯერ და 100-ჯერ გაზრდის ამ მსხვერპლს, რადგან პუტინი თუ გაჩერდა, მისთვის ეს ნიშნავს განადგურებას. ის ცდილობს, რაც შეიძლება დიდი მანძილი იყოს პუტინსა და ამ ომს შორის, ანუ პუტინამდე რომ ვერ მივიდეს. მთელს ვერტიკალზე ცვლის თანამდებობის პირებს, სამხედროებს, ფაქტობრივად, გამოცვალა მმართველი რგოლი. ახალ გუნდს აყალიბებს, თავისგან მართვადს ახალი ამოცანით და ეს ამოცანა არის ხანგრძლივი, უფრო გაზრდილი მასშტაბის ომი“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა